ჩვენ შესახებ

იმპორტიდან – თანამეროვე წარმოებამდე

შპს “ჯეო” დაარსდა 1998 წელს ქ.თბილისში. იგი მომხმარებელს სთავაზობს ადგილობრივი და უცხოური ნატურალური სუნელების საკმაოდ ფართო არჩევანს. ფირმა უზრუნველყოფს პროდუქტის მაღალ ხარისხს და ეფექტურ მიწოდებას მომხმარებლამდე, აგრეთვე ითვალისწინებს მათ კერძო ინტერესებს.
შპს “ჯეო” თანამშრობლობს რა მსოფლიოს აგროკულტურულ კომპანიებთან წარმოადგენს ანალოგიურ წამყვან ფირმას კავკასიის რეგიონში.

კავკასია და კერძოდ საქართველო ცნობილია საკულინარიო ხელოვნებით, რაც რა თქმა უნდა წარმოუდგენელია არომატული სუნელების გარეშე.
ნატურალური სანელებელი ხასიათდება მკვეთრი და მძაფრი არომატის ფართო სპექტრით და წარმოუდგენლად ზრდის კულინარის შესაძლებლობებს და ფანტაზიას.
ნატურალური სუნელები უძველესი დროიდან ფართო მოხმარების კულტურაა. მის მდიდარ არომატულ სამყაროს ყველა დროში ყავდა უამრავი მომხმარებელი.

შპს “ჯეო” გამორიცხავს რა საღებავების, შაქრის, მარილების, ხელოვნური ინგრედიენტების და სხვადასხვა კონსერვანტების შემცველობას, უზრუნველყოფს პროდუქციის ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებლებს, რაც ჯანმრთელი კვების საწინდარიცაა.

ფირმა ანხორციელებს ნედლეულის დაფასოებას, ამარაგებს კვების პროდუქტების მწარმოებელთა მნიშვნელოვან ნაწილს, კაფე-რესტორნებსა და სავაჭრო ქსელს საქართველოს ტერიტორიაზე. ფირმა ამასთანავე ახდენს ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტს.